ალფონსო დევისს ახალი მსურველი გამოუჩნდა
დიდია იმის ალბათობა, რომ ალფონსო დევისმა ზაფხულში ბაიერნი დატოვოს.
კანადელ ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება და ნაკლებად სავარაუდოა, ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.
დევისს რეალ მადრიდს აქტიურად უკავშირებენ, ახლა კი, გერმანელი ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის ინფორმაციით, კანადელს ახალი მსურველის გამოუჩნდა - მანჩესტერ სიტი მას იმაზე მაღალ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე მადრიდული გრანდი და თავად ბაიერნი.
ჯერჯერობით, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალფონსო.