ავტორიზაცია

ალისონ ბეკერმა ვარჯიში განაახლა - როდის დაბრუნდება ბრაზილიელი?

ალისონ ბეკერმა ვარჯიში განაახლა - როდის დაბრუნდება ბრაზილიელი?
თარიღი 31 Oct 2025, 14:38
ლივერპულის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება, როგორც ირკვევა, ალისონ ბეკერმა ბურთით ვარჯიში განაახლა და დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. ბრაზილიელი მეკარე იმაზე ბევრად სწრაფად დაბრუნდა, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ.

33 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ მოედანზე ვარჯიშს შეუდგა, ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ გამოცდილი ბრაზილიელი მეკარე ლივერპულის დახმარებას მალე შეძლებს.

როგორც უცხოურ მედიაში იწერება, ალისონი 2 ნოემბერს ასტონ ვილასთან ან 5 ნოემბერს რეალ მადრიდთან მატჩში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა მეკარემ ტრავმა 30 სექტემბერს, გალათასარაისთან მატჩში მიიღო, რის შემდეგაც 5 მატჩი გამოტოვა.