ალმერიამ ბარსელონას მცველი იყიდა
"ბარსელონამ" მცველი, სერხიო აკიემე "ალმერიაში" გაყიდა, სადაც გასულ სეზონში იჯარის წესით ასპარეზობდა, წერს კლუბის პრესსამსახური.
ტრანსფერი 3,5 მილიონი ევრო დაჯდა. "ბარსელონას" 23 წლის ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვიდან მიღებული თანხის 10 პროცენტი ეკუთვის. "ალმერიასთან" გაფორმებული კონტრაქტის ხანგრძლივობა უცნობია.
2020/21 წლების სეზონში აკიემემ ესპანეთის მეორე დივიზიონში 34 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი გააკეთა.