ალვარო მორატა ატლეტიკოში დარჩენას ადასტურებს

ალვარო მორატა ადასტურებს, რომ მადრიდის ატლეტიკოში დარჩება.
"ამ მაისურით გამარჯვებების გრძნობა ჯერ არ განმიცდია... და გაჩერებას არ ვაპირებ, სანამ მიზნებს არ მივაღწევ," - განაცხადა მორატამ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ესპანელმა ცენტრფორვარდმა მადრიდულ კლუბს დღეს შეატყობინა, რომ დარჩენა სურს. ალვარომ საუდი პრო ლიგიდან 2 შეთავაზება დაბლოკა, მათ შორის, ალ კადსიადან.
მორატას ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.