ავტორიზაცია

"ამ ქვეყანას შეუძლია, რომ მომავალში ბევრი სიხარული განიცადოს" - იური ტაბატაძე

"ამ ქვეყანას შეუძლია, რომ მომავალში ბევრი სიხარული განიცადოს" - იური ტაბატაძე
თარიღი 14 Nov 2025, 17:53
ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა იური ტაბატაძემ გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ ამ ნაკრების წევრი ვარ. ძალიან მეგობრული გარემოა, შედარებით ასაკიანი ფეხბურთელებიც ისე შემოდიან კონტაქტში, რომ მგონია, ჩემი ხნის არიან. უმეტესობას ისედაც ვიცნობდი და შესაბამისად, აქ ყოფნა გამიადვილდა.

ჩემთვის ეს წელი საკმაოდ წარმატებული იყო, ჯერ იბერიაში, შემდეგ კი კადისში. ბოლოს ოცნება ავიხდინე და საქართველოს ნაკრებში მოვხვდი. წლის დასასრულამდე წელიწადნახევარია დარჩენილი და შემიძლია, კიდევ ბევრი რამ გავაკეთო.

როცა 2 წლის წინ პირველად უცხოეთში სათამაშოდ წავედი, იქ ყველაფერი ისე ვერ წარიმართა, როგორც ველოდით და ყველას ეგონა, რომ უცხოეთში სათამაშოდ მზად არ ვიყავი, თუმცა ახლა დავამტკიცე, რომ ასე არ არის. მთავარია, გჯეროდეს შენი შესაძლებლობების და გქონდეს რწმენა.

ერთმანეთის სიყვარულით ყველაფერი შესაძლებელია. ამ ქვეყანას შეუძლია, რომ მომავალში ბევრი სიხარული განიცადოს. გუშინ. ბიჭებმა ერთმანეთში ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ხალხს ის გვერდში დგომა დავუფასოთ, რაც მათ დაგვანახეს.

თამაში წინაც და უკანაც შემიძლია, თუმცა ყველაზე ეფექტური მარჯვენა შემტევად ვარ. თავს ყველაზე კომფორტულად ამ პოზიციაზე ვგრძნობ,"
 - განაცხადა ტაბატაძემ.