ავტორიზაცია

ამ სეზონში რეალი საკუთარ აღზრდილებს ბარსელონაზე აქტიურად იყენებს - ლიდერი ბილბაოა

ამ სეზონში რეალი საკუთარ აღზრდილებს ბარსელონაზე აქტიურად იყენებს - ლიდერი ბილბაოა
თარიღი 23 Nov 2023, 23:19
ამ სეზონის მატჩებში „რეალი“ საკუთარ აღზრდილ ფეხბურთელებს „ბარსელონაზე“ ხშირად იყენებს.

სპორტული გამოკვლევების საერთაშორისო ცენტრმა CIES Football Observatory-მ 2023/24-სეზონის პირველი მესამედის შედეგები გამოაქვეყნა. მთავარი კრიტერიუმი - რამდენი წუთი გაატარეს ამ სეზონში მოედანზე კლუბების აღზრდილებმა.

პირველ ადგილს ბილბაოს „ატლეტიკი“ იკავებს, რომლის 14-მა აღზრდილმაც დროის 68.9% ითამაშა. სამეულში შედიან ასევე „ლიონი“ (9 აღზრდილი 45.6%) და „სოსიედადი“ (12, 45.4%).

„რეალი“ მეოთხე ადგილს იკავებს (9 აღზრდილმა ლა ლიგის 13 მატჩში დროის 36.3% გაატარა).

შემდეგ მოდიან „ფრაიბურგი“ (9; 34.5%), „ოსასუნა“ (5; 21.3%), „ვალენსია“ (11; 31.3%), ,„რეანი“ (6; 30.6%), „ბარსელონა“ (8; 29.1%) და „ლას პალმასი“ (7; 29%).