"ამ შეკრებაზე გამოჩნდა, რომ ყველა ფეხბურთელს ერთი მიზანი აქვს" — კიტეიშვილი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, სადაც საქართველოს ბულგარეთ ესტუმრება, კომენტარი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.
"ბულგარეთთან პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა ვიცი, რომ კომპაქტური გუნდია, განსაკუთრებით დაცვაში. აქ მოსაგებად ვართ ჩამოსული, თუმცა ადვილი არ იქნება, რადგან ბულგარეთს ჯგუფში ქულა არ აქვს და შეეცდებიან, რომ ქულები მოიპოვონ."
"საკვალიფიკაციო ეტაპის წინ განსხვავებული მოლოდინები იყო. სხვა რამეს ველოდით და სხვა შედეგი დადგა. მთავარია, ამ ცუდ პერიოდს თავი მალე დავაღწიოთ. ამ შეკრებაზე გამოჩნდა, რომ ყველა ფეხბურთელს ერთი მიზანი აქვს - ერთად დავუბრუნდეთ წარმატებულ გზას და კვლავ გავახაროთ გულშემატკივარი" — განაცხადა კიტეიშვილმა.

ბულგარეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.