ავტორიზაცია

"ამ სურათზე ორმა გუშინ გოლი გაიტანა", - ნიუკასლმა მბაპე დატროლა

"ამ სურათზე ორმა გუშინ გოლი გაიტანა", - ნიუკასლმა მბაპე დატროლა
თარიღი 05 ოქტ 2023, 22:36
გუშინ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში „ნიუკასლმა“ შინ „პსჟ“ 4:1 გაანადგურა.

ინგლისელების სოც მედიამ არ გაუშვა შანსი, პარიზელთა მთავარი ვარსკვლავი, კილიან მბაპე რომ არ დაეტროლა.

„ნიუკასლის“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სურათი, რომელზეც მბაპე, დან ბიორნი და ფაბიან შერი არიან გამოსახულები, წარწერით:

„ამ სურათზე ორმა ფეხბურთელმა გუშინ გოლი გაიტანა.“