ამ წელს უკვე მეორედ - ოფიციალურად: მარეკ ჰამშიკი ახალ გუნდში გადავიდა
თურქულმა „ტრაბზონსპორმა“ სლოვაკი ნახევარმცველის, მარეკ ჰამშიკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
33 წლის ფეხბურთელმა თურქულ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის მარტში, ჰამშიკი შვედური „გიოტებორგის“ ფეხბურთელი გახდა და კონტრაქტი 30 აგვისტომდე გააფორმა. ამ გუნდში მან 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანაც მოასწრო.
იქამდე, ჰამშიკი „სლოვანში, „ნაპოლიში“ და ჩინეთის ჩემპიონატშიც ასპარეზობდა.
სლოვაკეთის ნაკრებში მარეკს 2007 წლის შემდეგ იძახებენ. ევროპის ჩემპიონატზე ეს გუნდი პოლონეთს, ესპანეთს და შვედეთს დაუპირისპირდება.