ავტორიზაცია

ამას ხშირად ვერ ნახავთ — მაიკლ ოლისეს საოცარი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე

ამას ხშირად ვერ ნახავთ — მაიკლ ოლისეს საოცარი შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე
თარიღი 11 Mar 2026, 11:10
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, მიუნხენის ბაიერნი ატალანტას ესტუმრა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 6-1 დაამარცხა.

აღნიშნული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რეკორდმაისტერის ახალგაზრდა შემტევი, მაიკლ ოლისე გახდა, რომელმაც Sofascore-სგან მაქსიმალური, 10 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

24 წლის ფრანგის სტატისტიკა ატალანტას წინააღმდეგ ასეთია: 2 გოლი, 1 ასისტი, 4 კარში დარტყმა, 8 საკვანძო გადაცემა, 55 ზუსტი პასი და 10 ქულიანი შეფასება.