ამერიკელ ფეხბურთელს ლონდონში უახლოეს დღეებში ელოდებიან

ტოტენჰემი ზამთარში გუნდის გაძლიერებას გეგმავს, ზაფხულიდან მოყოლებული "მამულებს" ბეტისის ამერიკელი ნახევარმცველი ჯონი კარდოზო სურთ და მის დამატებას იანვარშიც ეცდებიან.
ამერიკელი ფეხბურთელის ღირებულება, 20-30 მილიონია და ტოტენჰემი ამ თანხის გადასახდელად მზადაა. თავად ამერიკელი მოთამაშეც არ მალავს სურვილს, ლონდონში გადაბარგების და სევილიურმა კლუბმა ეს კარგად იცის.
კარდოზომ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში, 11 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა თავის აქტივში.