ავტორიზაცია

ამერიკელი ჟურნალისტი ყატარში ნიდერლანდები - არგენტინის დამატებითი დროის დაწყებისას გარდაიცვალა

ამერიკელი ჟურნალისტი ყატარში ნიდერლანდები - არგენტინის დამატებითი დროის დაწყებისას გარდაიცვალა
თარიღი 10 დეკ 2022, 12:38
ამერიკელი ჟურნალისტი გრანტ უოლი, ყატარში ნიდერლანდები - არგენტინის მატჩის დროს გარდაიცვალა.

CBS Sports-ზე მომუშავე ჟურნალისტმა, რომელმაც დევიდ ბექჰემის წიგნი დაწერა, ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში მაშინ გამოაქვეყნა, როცა არგენტინის ნაკრების კარისკენ ჯარიმა დაინიშნა, რომლითაც ანგარიში გათანაბრდა.

შემდეგ, როცა თამაში დამატებით დროში გადავიდა, გრანტი პრესცენტრში შეუძლოდ გახდა. მოსული მედიკოსები 48 წლის მამაკაცის რეანიმირებას რამდენიმე წუთის მანზილზე ცდილობდნენ, შემდეგ უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც უოლი ხუთშაბათს პოდკასტზე ამბობდა, მას მსოფლიო ჩემპიონატზე ბრონქიტი დაემართა და ადგილობრივ ექიმებს რამდენჯერმე მიმარტა. მისი აგენტის თქმით, ჟურნალისტს ტურნირზე „აგრესიული" გრაფიკი ჰქონდა.