ავტორიზაცია

ამჯერად მამარდაშვილთან ერთად - ლივერპული კარაბაოს თასზე რევანშის აღებას ეცდება

ამჯერად მამარდაშვილთან ერთად - ლივერპული კარაბაოს თასზე რევანშის აღებას ეცდება
თარიღი 25 Sep 2025, 15:04
ცნობილია, თუ ვინ იქნება ლივერპულის შემდეგი მოწინააღმდეგე კარაბაოს თასის მეოთხე რაუნდში. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი კრისტალ პალასს  დაუპირისპირდება და რევანშის აღებას ეცდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ გუნდთან დამარცხდნენ მერსისაიდელები სეზონის გახსნით მატჩში ინგლისის სუპერთასზე.

ამჯერად მერსესაიდელები რევანშის აღებას, გიორგი მამარდაშვილთან ერთად ეცდებიან, რომელსაც კარაბაოს თასის მესამე რაუნდში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა. ქართველი გოლკიპერი უდიდესი ალბათობით გააგრძელებს ინგლისის ლიგის თასზე ენფილდის ბინადრების კარის დაცვას.

რაც შეეხება არნე სლოტის გუნდის ახალწვეული მეკარის დებიუტს, მისი დახმარებით საუთჰემპტონი იქნა დამარცხებული. ის მთელი შეხვედრის განმავლობაში თამაშობდა დამაჯერებლად და 24 წლის გოლკიპერმა ქომაგების დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.