ამორიმმა შესაძლოა მანჩესტერი დატოვოს — ვინ შეცვლის პორტუგალიელ სპეციალისტს?

ზაფხულში შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა დატოვოს და სპორტული მედია მის შემცვლელზე უკვე ალაპარაკდა.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ამორიმის წასვლის შემთხვევაში, კლუბი პირველ კანდიდატად მასიმილიანო ალეგრის განიხილავს, რომელიც 2024 წლის შემდეგ უგუნდოდ არის.
რუბენ ამორიმის 5 სავარაუდო შემცვლელი მანჩესტერ იუნაიტედში
1) მასილიმიანო ალეგრი (უგუნდო)
2) ოლივერ გლასნერი (კრისტალ პალასი)
3) გარეთ საუთგეიტი (უგუნდო)
4) მაურისიო პოჩეტინო (აშშ)
5) კირან მაკკენა (იპსვიჩი)