ავტორიზაცია

ანჩელოტი: "რაიოს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ რეალს 5-6 გოლი უნდა გაეტანა"

ანჩელოტი: "რაიოს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ რეალს 5-6 გოლი უნდა გაეტანა"
თარიღი 07 Nov 2021, 15:10

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის მე-13 ტურში "რაიო ვალეკანოსთან" (2:1) მოგებული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"მეტოქეს რომ გაეთანაბრებინა, ეს უკვე ზედმეტი იქნებოდა. მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში "რეალში" დავინახე გუნდი, რომელსაც 5-6 გოლი უნდა გაეტანა. მთელი სურათი უნდა შევაფასოთ".

"დიახ, "რაიოს" ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ. როცა თამაშის მიწურულს გოლს უშვებ, ბუნებრივია, ცოტა შეშფოთებული ხარ".

"კარგად ვითამაშეთ, საჭირო შედეგს მივაღწიეთ, ასე რომ კმაყოფილი ვარ".

"მარკო ასენსიო ყოველთვის კარგია, როცა მოედანზე გადის. დღეს ბრწყინვალედ ითამაშა და თავი გამოიჩინა", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.

ანჩელოტი: "გასაკვირია, რომ ბარსელონა რეალს ასე ჩამორჩა, მაგრამ სეზონი გრძელია"