ავტორიზაცია

ანჩელოტი რეალს ტოვებს — ცნობილია სად გააგრძელებს კარიერას იტალიელი სპეციალისტი

ანჩელოტი რეალს ტოვებს — ცნობილია სად გააგრძელებს კარიერას იტალიელი სპეციალისტი
თარიღი 27 Apr 2025, 13:25
კარლო ანჩელოტი მომდევნო კვირაში მადრიდის რეალს დატოვებს — აღნიშნული ინფორმაცია SkySports-მა გაავრცელა.

წყაროს ცნობით, 65 წლის იტალიელი სპეციალისტი საკლუბო კარიერასაც ასრულებს და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის რეალმა გუშინ კოპა დელ რეის ფინალი ითამაშა და დრამატულ ბრძოლაში ბარსელონასთან დამარცხდა. სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალიდან გამოვარდა და ლა ლიგაშიც მეორე ადგილზე იმყოფება.