ავტორიზაცია

ანდონი ირაოლა და მისი ბორნმუთი

ანდონი ირაოლა და მისი ბორნმუთი
თარიღი 20 Feb 2025, 14:06
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი სიურპრიზი, ანდონი ირაოლას ბორნმუთია. ვითალითი სტედიუმის ბინადრები მიმდინარე სეზონში გრანდების რისხვად ჩამოყალიბდნენ, ბორნმუთი მანჩესტერ სიტის 1 ქულით ჩამორჩება და შეგახსენებთ, რომ „ქალაქელები“ მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან. ირაოლას გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 1 ქულა აშორებს და ეს რომ ვინმეს ეთქვა სეზონის სტარტზე მას უბრალოდ ვერავინ დაუჯერებდა.


 

12 მოგება მიმდინარე სეზონში, 7 ფრე და 6 მარცხი. ასევე გუნდი ძალიან ცოტა ბურთს უშვებს, ირაოლას კოლექტივმა 29 გოლი მიიღო საკუთარ კარში, რაც საკმაოდ მისაღები ციფრებია. არ შეიძლება არ გამოვარჩიოთ დაცვის ხაზი, მილოშ კერკზე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია, უნგრელს საოცარი შეტევითი უნარი აქვს და ამას მოედანზე გენიალურად ავლენს. მარჯვნივ ლუის კუკი დგას, რომელიც დაცვით დავალებებს ასრულებს და შედარებით იშვიათად ერთვება შეტევაში. არ შეიძლება არ შევეხოთ ორ ცენტრალურ მცველს ილია ზაბარნის და დინ ჰაუსენი მათ ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი ჩამოაყალიბეს ლიგაში, რა თქმა უნდა, უკრაინელზე და ესპანელზე უკვე დიდი მოთხოვნაა და ბორნმუთს მათი შენარჩუნება ახალი სეზონის წინ გაუჭირდებათ. 

გუნდის ნახევარდაცვის ხაზი საოცრად მუშა და სტაბილურია, რაიან კრისტი და ტაილერ ადამსი, ლიგის კიდევ ერთი გამორჩეული დუეტი, ორივე მოთამაშე თავის საქმეს უმაღლეს დონეზე ასრულებს, ირაოლას გუნდი ძირითადად ფლანგიდან სწრაფად უტევს და ბურთის დაკარგვის შემთხვევაში, მთავარი ზეწოლა სწორედ ცენტრალურ ზონაზე მოდის, რასაც კრისტი და ადამსი ფანტასტიკურად უმკლავდებიან. 



შეტევის ხაზი - ეს ცალკე ამბავია, ირაოლას ფილოსოფიაში, რეაქტიული ვინგერები და გამტანი ფორვარდები, სიჭირდება. ჯასტინ კლუვერტი საბოლოოდ გაიხსნა და მიმდინარე სეზონში საუცხოო თამაშს აჩვენებს, ასევე უტარა საკმაოდ სტაბილურ სეზონს ატარებს და რასაკვირველია სემენიო, რომელიც უკვე არა ერთი სეზონია აწუხებს მეტოქე გუნდის მცველებს. ორი შემტევი სამწუხაროდ ირაოლას ორივე ფორვარდი დიდი ხნით გამოაკლდა, ენეს უნალი და ევანილსონი. ბრაზილიელი გუნდს ზაფხულში შეუერთდა და კარგადაც მოერგო ინგლისს, თურქს რაც შეეხება, მასზე მშრომელ და მებრძოლ შემტევს ცოტას შეხვდებით, დომინიკ სოლანკეს გაშვების შემდეგ, “ალუბლებმა“ სათანადო შევსებაც მიიღო. 

წინ კიდევ 13 ტურია ჩემპიონთა ლიგის ზონასთან სხვაობა 1 ქულაა, ბორმუთის ქომაგებს ნამდვილად აქვთ ევროტურნირებზე ოცნების უფლება, პრემიერ ლიგის ყველაზე პატარა სტადიონის ბინადარი თავის ზღაპარს განაგრძობს და არის იმის დიდი ალბათობა, რომ ზღაპრის ბოლო კეთილი იყოს. ვითალითი სთედიუმზე, სულ რაღაც 11 300 გულშემატკივარი ეტევა, ხოლო ვინც ვერ ახერხებს ტრიბუნებზე მოხვედრას სტადიონს გარეთ ქომაგობს თავის საყვარელ კლუბს, როგორც არ უნდა დასრულდეს სეზონი, ბორმუთზე კიდევ დიდხანს ვისაუბრებთ, რადგან ანდონი ირაოლას გუნდმა თავი უამრავ გულშემატკივარს შეაყვარა.