ანდრეა პირლო მწვრთნელობას შესაძლოა უცნაური სახელის მქონე გუნდში დაუბრუნდეს

ანდრეა პირლო სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა თურქეთში დაუბრუნდეს.
როგორც ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, იტალიელი მწვრთნელით თურქული „ფატიჰ კარაგუმრუკი“ ინტერესდება და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ექს-ფეხბურთელი გასული ზაფხულის შემდეგ უმუშევარია, მისი უკანასკნელი და ჯერჯერობით ერთადერთი სამუშაო ადგილი „იუვენტუსი“ იყო, რომელიც მან ერთი სეზონის მანძილზე გაწვრთნა.
პირლოს ხელმძღვანელობით 1იუვემ“ სერია ა-ში მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.
გასულ სეზონში „ფატიჰ კარაგუმრუკმა“ თურქეთის ჩემპიონატში მე-8 ადგილი 57 ქულით დაიკავა.