ანდრეა პირლო შესაძლოა ისევ სერია ა-ში ვიხილოთ

„იუვენტუსის“ ექს-ფეხბურთელი და მწვრთნელი ანდრეა პირლო უკვე რამდენიმე თვეა უმუშევარია.
პირლოს უკანასკნელი (პრინციპში, ჯერჯერობით ერთადერთიც) სამუშაო ადგილი ტურინის „იუვენტუსი“ იყო, რომლიდანაც ის სეზონის ბოლოს, წარუმატებლობების გამო გაათავისუფლეს.
როგორც Todofichajes იტყობინება, უახლოეს პერიოდში, პირლო შესაძლოა კვლავ სერია ა-ში ვიხილოთ.
ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი გენუეზურ „ჯენოას“ აქვს, რომელსაც დავიდე ბალარდინის ნაცვლად პირლოს დანიშვნის დიდი სურვილი აქვს.
ახალი სეზონის 10 მატჩში, სერია ა-ს გუნდმა ჯერჯერობით მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა და ხელმძღვანელობა სეზონის გადარჩენისთვის პირლოზე დააპირეს ფსონის ჩამოსვლა.
ჯერჯერობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების წამოწყებაზე არაფერი იწერება და მხოლოდ „ჯენოას“ მხრიდან წამოსული ინტერესის შესახებ დაიწერა.