ავტორიზაცია

ანდრეი დემჩენკო: "ფიზიკური კონდიციები დაგვაკლდა, ამიტომ ორი გოლი გავუშვით"

ანდრეი დემჩენკო: "ფიზიკური კონდიციები დაგვაკლდა, ამიტომ ორი გოლი გავუშვით"
თარიღი 28 Jul 2023, 12:17
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ვორსკლასთან" მატჩის შედეგზე კომენტარი გააკეთა (1:2).

"მე თავიდანვე გავაფრთხილე ჩემი ბიჭები, რომ ვორსკლას ფეხბურთელები და მწვრთნელი ვიქტორ სკრიპნიკი ძალიან ძლიერი გუნდია.

მინდა ვთქვა, რომ დღეს ძალიან გაგვიჭირდა. ვორსკლა თავს ძალიან კომპაქტურად იცავდა და განძრახ დათმო ინიციატივა. მათ ფლანგები დაგვიკეტეს და ამის გამო ძალიან გაგვიჭირდა.

უკრაინული გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული. მათ აჩვენეს გამძლეობა და 75 წუთი ელოდნენ თავისი მომენტს. კონტრშეტევაზე გოლის გატანის შანსები იყო. საბოლოოდ, ფიზიკური კონდიციები დაგვაკლდა, ამიტომ ორი გოლი გავუშვით. 

ჯერ კიდევ არის შანსი, გავაანალიზებთ ამ თამაშს და დარწმუნებული ვარ, მეორე თამაშში ვორსკლას დასამარცხებლად უკეთ ვითამაშებთ. ",- თქვა დემჩენკომ.

საპასუხო მატჩი "ვორსკლასა" და "დილას" შორის 3 აგვისტოს გორში გაიმართება. დაპირისპირების გამარჯვებული "აპოელი" - "ვოივოდინას" წყვილში საუკეთესო გუნდთან ითამაშებს (პირველი მატჩი - 2:1).