ავტორიზაცია

ანდრეი ლუნინი, შესაძლოა, ატლეტიკოში აღმოჩნდეს

ანდრეი ლუნინი, შესაძლოა, ატლეტიკოში აღმოჩნდეს
თარიღი 04 Jun 2024, 15:47
Relevo-ს ინფორმაციით, რეალთან კონტრაქტის 2029 წლამდე შეთანხმების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ანდრეი ლუნინის მდგომარეობა შეიცვალა - ის ხელშეკრულების გაფორმებას აღარ ჩქარობს.

წყაროს ცნობით, ლუნინი უკმაყოფილო იყო, რომ დორტმუნდთან ფინალში ტიბო კურტუამ ითამაშა. უკრაინელი აცნობიერებს, რომ სასტარტო მეკარე მომავალ სეზონშიც ბელგიელი იქნება, და გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს.

25 წლის კიპერს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მსურველების დეფიციტი არ ექნება. მეორე მხრივ, ანდრეი მადრიდში შესანიშნავად ადაპტირდა და გარემოს შეცვლა არ სურს, თუმცა აქ საქმეში ატლეტიკო ერთვება - იან ობლაკმა, შესაძლოა, კარიერა MLS-ში გააგრძელოს, შესაბამისად, დიეგო სიმეონეს გუნდს მისი შემცვლელი დასჭირდება, ეს კი ლუნინისთვის შესანიშნავი ვარიანტი იქნება: სასტარტოში გარანტირებული ადგილი, ლა ლიგაში დარჩენა და კვლავ მადრიდში ცხოვრება.

თავად რეალს ანდრეის გაშვება არ სურს, მით უმეტეს, პრინციპული მეტოქის ბანაკში. თუმცა, მეორე მხრივ, "ლოს ბლანკოსს" გასახდელ ოთახში არც ისეთი ფეხბურთელის ყოლა უნდა, რომელიც ბედნიერი არაა. ამასთან, ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ლუნინმა უფლება გამოიმუშავა, საკუთარი მომავალი თვითონ გადაწყვიტოს. ამიტომაც, რეალსა და ატლეტიკოს შორის შეთანხმება, შესაძლოა, მართლაც შედგეს.