ანდრეი შევჩენკო უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა
უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ ფეხბურთის ფედერაციის კონგრესზე პრეზიდენტად ანდრეი შევჩენკო აირჩიეს.
შევჩენკო პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო და 94 დელეგატიდან მხარი 93-მა დაუჭირა, ხოლო ერთმა (თავად შევჩენკომ) თავი შეიკავა.
საფეხბურთო კარიერა შევჩენკომ 1993 წელს კიევის დინამოში დაიწყო, ხოლო 1999 წელს მილანს შეუერთდა, სადაც 7 წელი ითამაშა და ჩელსიში გადავიდა. ინგლისში გატარებული 2 სეზონის შემდეგ, უკრაინელი ფეხბურთელი 1 წლით კვლავ მილანში დაბრუნდა, ხოლო კარიერა 2012 წელს მშობლიურ კიევის დინამოში დაასრულა.
საკლუბო კარიერის განმავლობაში, ანდრეი შევჩენკომ 653 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 326 გოლთან ერთად 77 საგოლე გადაცემა გაიფორმა. მან მილანთან ერთად თითოჯერ იტალიის სერია ა, თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერ თასი მოიგო, ხოლო 2004 წელს ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. სანაკრებო კარიერის დროს კი უკრაინის მაისურით 111 მატჩში 48 გოლი გაიტანა და დღემდე ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს ფლობს.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, შევჩენკო 2016-21 წლებში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2021-22 წლებში ჯენოას მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა.