ანდრეს ინიესტა ბარსელონას ახალი მაისურით

ბარსელონას ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ კატალონიური კლუბის მომავალი სეზონის საშინაო ფორმა მოირგო.




"ეს ფერები დიდებულია," - თქვა ესპანელმა ფეხბურთელმა ფოტოსესიისას.

აღსანიშნავია, რომ ბარსას მსგავსი ფორმა 2008/09 წლების სეზონშიც ჰქონდა და ინიესტამ კარგად იცის, ასეთი მაისურის ტარება რას ნიშნავს.

40 წლის ინიესტა ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია. ის ამჟამად ემირეითს ქლაბში თამაშობს, რომლის რიგებშიც 23 მატჩში 5 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.