ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კლუბი შეიძინა

ბარსელონას ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ დანიის მე-2 ლიგაში მოასპარეზე კლუბი, ჰელსინგორი შეიძინა.
ვეტერანი ესპანელის კომპანია NSN-მა ჰელსინგორის წილი, შვეიცარიულ კომპანიასთან, სთოუნვეგთან თანამშრომლობით იყიდა.
ბარსელონაში გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ინიესტამ კარიერა ჯერ იაპონურ ვისელ კობეში გააგრძელა, შემდეგ კი ემირეითს ქლაბში გადავიდა და ბუცები ლურსმანზე 7 ოქტომბერს დაკიდა.