ანდრეს ინიესტას სამწვრთნელო კარიერის დაწყება სურს

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ესპანელმა ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 40 წლის ინიესტა გეგმავს, რომ სამწვრთნელო კარიერა ახლავე წამოიწყოს და სამოყვარულო ფეხბურთში იმუშაოს. ანდრესის მიზანია, ნელ-ნელა, პროფესიონალი მწვრთნელი გახდეს.
"კურსის გავლა უკვე დავიწყე. მინდა, სხვა საფეხურზე გადავინაცვლო," - განაცხადა ინიმ გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე.
ინიესტამ კარიერის მთავარი ნაწილი ბარსელონას მიუძღვნა. კატალონიური კლუბის რიგებში ანდრესის აქტივში 674 მატჩი, 57 გოლი და 135 ასისტია. მან გუნდთან ერთად 9 ლა ლიგა და 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამასთან, ლეგენდარული 8-იანი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.