ანდრია ბართიშვილი იუვენტუსში? - ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებულია

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისა და ფოთის "კოლხეთი 1913"-ის შემტევი ნახევარმცველის მიმართ ინტერესი ევროპაში იზრდება.
16 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ანდრია ბართიშვილმა ტურინის "იუვენტუსის" ყურადღება მიიპყრო.
ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს.

“იუვენტუსი ახალგაზრდა ქართველი ტალანტით, ანდრია ბართიშვილით (დაბადებულია 2009 წელს) ინტერესდება, რომელიც ფოთის კოლხეთში გამოდის და ახალ კვარად არის მიჩნეული”, - დაწერა სკირამ X-ზე.
Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, "იუვენტუსის" ტექნიკური დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი მუშაობს, რათა დაასწროს კონკურენტებს ევროპაში და ამისთვის იყენებს კარგ ურთიერთობებს მამუკა ჯუღელსა და კრისტიან ძაკარდოსთან.
ეს ის დუეტი გახლავთ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერის განხორციელება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ანდრია ბართიშვილი თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და ფოთის "კოლხეთს" მიმდინარე სეზონში შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ანდრია ბართიშვილი თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და ფოთის "კოლხეთს" მიმდინარე სეზონში შეუერთდა.