ანრი: "ხალხი იტყვის, რომ სიტიმ რეალზე უკეთ ითამაშა, მაგრამ მე სხვა აზრი მაქვს"

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ სიტისთან" უგოლო ფრე ითამაშა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
მატჩი ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ შეაფასა და თავისი მოასზრება გამოთქვა.
"ხალხი იტყვის, რომ მანჩესტერ სიტიმ რეალზე უკეთ ითამაშა, თუმცა ამასთან დაკავშირებით სხვა მოსაზრება მაქვს.
ვფიქრობ, რეალმა დაცვაში შეუცდომლად ითამაშა, დაცვაში თამაშსაც ცოდნა უნდა და უნდა დავუფასოთ.
ამიტომ, შემდეგ ეტაპზე ის გავიდა, ვინც უფრო ძლიერი იყო, ამ შემთხვევაში რეალი", - განაცხადა ანრიმ.
temo
ტოპ კომენტარი
0
19 Apr 2024, 17:19
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის "რეალმა" "მანჩესტერ სიტისთან" უგოლო ფრე ითამაშა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. მე მგონი თამაშის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, თუ მე სხვა თამაშს ვუყურე.