ავტორიზაცია

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: ანსუ ფატი კარიერას ბრაიტონში გააგრძელებს

𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: ანსუ ფატი კარიერას ბრაიტონში გააგრძელებს
თარიღი 31 აგვ 2023, 01:00
„ბარსელონას“ შემტევი ანსუ ფატი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბრაიტონი“ და „ბარსელონა“ ესპანელი ფეხბურთელის ერთწლიან იჯარაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს და შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

ფატიმ „ბრაიტონში“ გადასვლაზე თანხმობა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რობერტო დე ძერბისთან გასაუბრების შემდეგ განაცხადა.

ფეხბურთელის იჯარაზე მოლაპარაკებებს „ტოტენჰემიც" აწარმოებდა, თუმცა საბოლოოდ ამ ბრძოლაში გამარჯვებული დე ძერბის გუნდი გახდა.

მცირე დეტალების მოგვარების შემდეგ, ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება.