ანტალ იააკობიშვილი უნგრეთის ნაკრებში გამოიძახეს
ჟირონას ფეხბურთელი, ანტალ იააკობიშვილი ერთა ლიგის მატჩებისთვის უნგრეთის ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
აღსანიშნავია, რომ იააკობაშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების საკითხი განიხილებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, 20 წლის მოთამაშე იმ ქვეყნის ღირსებას დაცავს, სადაც დაიბადა.
ანტალმა საფეხბურთო კარიერა 2022 წელს, ჟირონას სარეზერვო გუნდში დაიწყო, 2024 წელს კი შანსი პირველ გუნდშიც მიიღო. მისი დებიუტი გასულ სეზონში, სევილიასთან 5-1 მოგებულ მატჩში შედგა.
საინტერესოა, რომ ანტალის ძმა, არონ იააკობიშვილი ბარსელონას სარეზერვო გუნდში ასპარეზობს და ისიც უნგრეთის მოქალაქეა.