ავტორიზაცია

ანტონიო კონტე იტალიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

ანტონიო კონტე იტალიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა
თარიღი 24 May 2025, 17:03
იტალიის სერია ა-ს 2024/25 წლების სეზონის გამარჯვებული ნაპოლი გახდა - ნეაპოლელებმა ბოლო ტურში კალიარი 2-0 დაამარცხეს.

აღნიშნული ტიტული განსაკუთრებული გამოდგა ნაპოლის თავკაცისთვის, ანტონიო კონტესთვის, რომელიც იტალიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. 55 წლის სპეციალისტი პირველი მწვრთნელია, რომელმაც სკუდეტო სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო.

ანტონიო კონტე იუვენტუსთან ერთად სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული, ხოლო ინტერში და ნაპოლიში თითოჯერ შეძლო სკუდეტოს მოგება.