ავტორიზაცია

ანტონიო კონტე კვარაცხელიას გარემოცვაზე: აგენტმა და მამამ თავიანთ საქმეს უნდა მიხედონ

ანტონიო კონტე კვარაცხელიას გარემოცვაზე: აგენტმა და მამამ თავიანთ საქმეს უნდა მიხედონ
თარიღი 27 ივნ 2024, 15:15
ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"კვარაცხელიას გარემოცვა? აგენტმა და მამამ აგენტისა და მამის საქმე უნდა გააკეთონ. ხვიჩას ნაპოლისთან კონტრაქტი აკავშირებს და კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. პრეზიდენტის პოზიცია აშკარაა - ქართველი რჩება.

დე ლაურენტისმა მითხრა, რომ დი ლორენცო და კვარა გუნდში დარჩებიან. ეჭვები არ არსებობს," - თქვა იტალიელმა.

რამდენიმე კვირის წინ მამუკა ჯუღელმა (აგენტი) და ბადრი კვარაცხელიამ (მამა) "იმედთან" ინტერვიუში განაცხადეს, რომ ხვიჩას ნაპოლიდან წასვლა სურთ. მაგრამ იტალიურ კლუბს სხვა გეგმები აქვს.