ანტონიო კონტე მილანს უახლოვდება

ზაფხულში მილანს სტეფანო პიოლი დატოვებს და გუნდი ახალი მწვრთნელის ძიებაშია.
იტალიური მედიის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩს გუნდში კონტეს მოყვანა სურს და მისგან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მილანს 46 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება. როსონერი ევროპა ლიგის პლეი-ოფშია, სადაც რენს დაუპირისპირდება.