ანტონიო ნუსა კარიერას ლაიფციგში გააგრძელებს
რედ ბულ ლაიფციგმა დანი ოლმოს გასხვისების შემდგომ, რომელიც კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. მისი შემცვლელის პოვნა არ გასჭირვებიათ გერმანულმა კლუბმა ბრუგედან, ნორვეგიელი შემტევი ანტონიო ნუსა დაიმატა. ნუსა ახლოს იყო ბრენტფორდში გადასვლასთან, მაგრამ ინგლისურ კლუბს ეს ტრანსფერი ჩაუვარდა და ამით გერმანელებმა დრო იხელთეს და მოახერხეს ნუსას დამატება.
19 წლის ნუსა ძალიან პერსპეკტიული მოთამაშეა და ლაიფციგმა მისი სახით, კიდევ ერთი დიდი ტალანტი დაიმატა. ნუსამ ბრუგეს შემდგენლობაში 85 შეხვედრაში, 7 გოლის გატანა მოახერხა.