ავტორიზაცია

ანუნობი ნიქსში რჩება

ანუნობი ნიქსში რჩება
თარიღი 27 ივნ 2024, 16:02
ნიუ იორკ ნიქსმა გუშინ ძალიან მაგარი გაცვლა განახორციელა. თანაქალაქელი ბრუკლინ ნეტსიდან, ტომ ტიბოდოს გუნდმა მიკალ ბრიჯესი გადმოიბირა, რომელიც იდეალურად უნდა ჩაჯდეს ტიბოდოს სათამაშო სისტემაში. ბევრს ეგონა, რომ ამის შემდეგ ''ნიქსი'' ოჯ ანუნობის გუნდიდა გაუშვებდა, მაგრამ საქმე სხვანაირად არის. ანუნობის და გუნდს საერთო გეგმები აქვთ და ორივე მხარეს სურს კონტრაქტის გაფორმება.

ბრიტანელი კალათბურთელის სურვილი საკმაოდ მარტივია მაქსიმალური კონტრაქტი. ნიქსი მზადაა თავის მსუბუქ ფორვარდს, რომელიც გასულ ზამთარს შეუერთდა გუნდს ტორონტო რეპტორსიდან, 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და მისი ჯამური ღირებულება 212 მილიონი დოლარი იქნება. ნიუ იორკი ნიქსს, უჩნდება ამბიცია, რომ გახდეს ტიტულის პრეტენდენტი და გაიბრძოლოს ჩემპიონობისთვის. გენერალურმა მენეჯერმა და ტომ ტიბოდომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი შეკრეს, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეეძლება ბრძოლა. ანუნობის ყოფნა გუნდში უმნიშვნელოვანესია, რადგან ბრიტანელი ძალიან კარგი ვინგია ამავდროულად, ძლიერი დაცვითი ოფციები აქვს, რასაც ტიბოდო იდეალურად იყენებს და თავისი გუნდის დაცვას ალაგებს.