არაბული კლუბები ბარსელონას 5 ფეხბურთელით დაინტერესდნენ
საუდის არაბეთის პრო ლიგის კლუბები ევროპულ ბაზარზე აქტიურობას აგრძელებენ და არაერთი ხმაურიანი ტრანსფერის დახურვას გეგმავენ.
ესპანური Sport-ის ცნობით, არაბული კლუბების რადარზე ბარსელონას 5 ფეხბურთელი მოხვდა – რაფინია, დე იონგი, კრისტენსენი, ფატი და ლევანდოვსკი.
როგორც ირკვევა, საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბი აღნიშნული ფეხბურთელების გარშემო შექმნილ სიტუაციას აქტიურად აკვირდება და მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება.