ავტორიზაცია

არანაკლებად რთული სიტუაცია! ბარსას მსგავსად, რეალის ვალიც მილიარდს უახლოვდება

არანაკლებად რთული სიტუაცია! ბარსას მსგავსად, რეალის ვალიც მილიარდს უახლოვდება
თარიღი 27 Jan 2021, 23:44
კორონავირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ბევრ სპორტულ ორგანიზაციაზე იქონია გავლენა, მათ შორის - „რეალსა“ და „ბარსელონაზეც“.

Sport.es-ის ინფორმაციით, კატალონიური გუნდის მსგავსად, „რეალის“ ფინანსური დავალიანებაც საგრძნობლად გაიზარდა.

გამოცემის თანახმად, „რეალის“ ე.წ. უხეში დავალიანება 901 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც სუფთა ფინანსური ვალი - 355 მილიონია.

თუ ციფრებს „ბარსელონასას“ შევადარებთ, იქ სიტუაცია კიდევ უფრო უარესია - უხეში ვალი 1.2 მილიარდამდეა ასული, სუფთა ფინანსური კი - 488 მილიონზე. თუმცა, თუ კატალონიურ გამოცემას დავუჯერებთ, „რეალის“ სიტუაციაც საკმაოდ სერიოზული და სახიფათოა.

„ბარსელონას“ ხარჯების უდიდეს ნაწილს სახელფასო ფონდი იკავებს, რომელსაც გუნდის ბიუჯეტის 74% მიაქვს.

ბარსელონა გაკოტრების პირასაა - ვალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა!