"არასოდეს ვმალავდი ამ კლუბისადმი ჩემს სიყვარულს", - სად ითამაშებს ლუკას მოურა ტოტენჰემის შემდეგ?
"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ლუკას მოურამ განაცხადა, რომ ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრაზილიაში დაბრუნება სურს.
"ბრაზილიაში დაბრუნებას ვგეგმავ, "სან პაულუში". არასოდეს ვმალავდი ამ კლუბისადმი ჩემს სიყვარულს. როცა "სან პაულუდან" წავედი, ვთქვი, რომ ევროპაში 10 წლის გატარება მინდოდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი მიზანი და გეგმა აქ 10 წლის გატარება იყო. ამის შემდეგ "სან პაულუში" დაბრუნება მსურს".
"კვლავ მინდა ვიგრძნო, როგორია ჩემი საყვარელი კლუბის ფორმით სტადიონ "მორმუბიზე" თამაში. თუმცა, აქ ჩემი საქმე არ დამისრულებია. თავს ჯერ კიდევ ბრწყინვალედ ვგრძნობ", - ციტირებს 29 წლის ბრაზილიელის სიტყვებს ESPN.
მოგეხსენებათ, მოურამ მშობლიური "სან პაულუ" 2013 წლის იანვარში დატოვა და 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ "პსჟ"-ს შეუერთდა.
ცნობისთვის, "ტოტენჰემთან" სამხრეთამერიკელ გარემარბს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ივნისში ეწურება.