არბელოას პირველი გამარჯვება — რეალმა ლევანტე დაამარცხა

ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში, მადრიდის რელმა ლევანტეს უმასპინძლა, მეტოქე 2-0 დაამარცხა და არვალო არბელოამ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება გაიფორმა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლო, 0-0 დასრულდა. ანგარიში კი 58-ე წუთზე გაიხსნა — თერმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად კილიან მბაპემ შეასრულა. ზუსტად 7 წუთში რაულ ასენსიომ აიღო მეტოქის კარი და სამეფო კლუბმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
რეალი 2-0 ლევანტე
გოლები: 1-0 კილიან მბაპე (58'), 2-0 რაულ ასენსიო (65')
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, რეალს 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში რაულ არბიოლის გუნდი ვილიარელს ესტუმრება.

