"არც ჩვენ და არც ისაა კმაყოფილი" - ქეცბაიამ ნიკა ნინუა გააკრიტიკა
კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში ანორთოსისმა პაფოსს 1-0 მოუგო.
აღნიშნულ მატჩში ანორთოსისის განაცხადში საერთოდ არ ყოფილა ქართველი ნახევარმცველი ნიკა ნინუა, რომელიც ფამაგუსტელებმა აგვისტოში პაოკიდან იჯარით დიდი იმედებით დაიმატეს. შეხვედრის შემდეგ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ფეხბურთელზე ჰკითხეს.
"ნიკა ნინუას ახლა კუნთების პრობლემა აქვს, თუმცა მასთან ასეთი სიტუაციაა, კუნთების პრობლემა აქვს. ამ მომენტში არც ჩვენ ვართ კმაყოფილები მისით და არც ისაა ჩვენით კმაყოფილი," - თქვა თემურ ქეცბაიამ, რომელსაც ჰკითხეს, თუ რატომაა სკამზე გუნდის პირველი მეკარე გიორგი ლორია ბოლო 2 დაპირისპირებაა.
"ლორია მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან არ იყო, არ ვარჯიშობდა და მცირე პრობლემები ჰქონდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ცურის ეთამაშა და მან კარგი მატჩი ჩაატარა. ჩვენ ორი საიმედო მეკარე გვყავს".
ანორთოსისი 12 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, სტუმრად ნიქოზიის ოლიმპიაკოსთან გამართავს.