ავტორიზაცია

არჩევას წინ არაფერი უდგას: შევჩენკო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხდება

არჩევას წინ არაფერი უდგას: შევჩენკო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხდება
თარიღი 15 Dec 2023, 17:05
მილანის ლეგენდა ანდრეი შევჩენკო თავის ქვეყანაში უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ახალ თანამდებობაზე იყრის კენჭს

ყოფილი თავდამსხმელი ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატია ახალი პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც 25 იანვარს გაიმართება.

შევჩენკო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2016 წლის ივლისიდან 2021 წლის აგვისტომდე იკავებდა და 52 მატჩში უხელმძღვანელა გუნდს.

უდიდესი ალბათობით, შევჩენკოს პრეზიდენტად არჩევას წინ აღაფერი უდგას და დროის საკითხია.