ავტორიზაცია

"არგენტინას გოლს გავუტან და დავამარცხებთ" | რაფინია

"არგენტინას გოლს გავუტან და დავამარცხებთ" | რაფინია
თარიღი 24 Mar 2025, 20:43
ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა, რაფინია ბელოლიმ, ლეგენდარულ რომარიოსთან საუბრისას, საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.

"არგენტინას დავამარცხებთ, ულაპარაკოდ - თუ საჭირო გახდება, მოედნის მიღმაც... გოლს გავიტან და ყველაფერს გავაკეთებ. მაგათი დედაც!" — რაფინია.

არგენტინა და ბრაზილია ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 26 მარტს, მონუმენტალზე დაუპირისპირდებიან. მატჩი სტარტს 04:00 საათზე აიღებს.

Bolavip Argentina-ს ინფორმაციით, არგენტინას სურს, ამ მატჩის წინ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თასი გამოიტანოს, რათა ბრაზილიელთა განცხადებებს პასუხი გასცეს.