არგენტინის განაცხადი ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე

ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, არგენტინა პარაგვაისა და პერუს დაუპირისპირდება.

"ალბისელესტეს" მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ამ მატჩებისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა:
მეკარეები: ემილიანო მარტინესი, ვალტერ ბენიტესი, ხერონიმო რული
მცველები: ნაუელ მოლინა, გონსალო მონტიელი, კრისტიან რომერო, ხერმან პეცელა, ლეონარდო ბალერდი, ნიკოლას ოტამენდი, ნეუენ პერესი, ლისანდრო მარტინესი, ნიკოლას ტალიაფიკო
ნახევარმცველები: ენცო ფერნანდესი, ლეანდრო პარედესი, ეზეკიელ პალასიოსი, როდრიგო დე პოლი, ალექსის მაკ ალისტერი, ჯოვანი ლო ჩელსო, ენცო ბარენეჩეა, ტიაგო ალმადა, ფაკუნდო ბუონანოტე, ნიკოლას პასი
თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ალეხანდრო გარნაჩო, ნიკოლას გონსალესი, ხულიან ალვარესი, ლაუტარო მარტინესი, ვალენტინ კასტელანიოსი

არგენტინა პარაგვაის 15 ნოემბერს (03:30) დაუპირისპირდება, პერუს კი - 20 ნოემბერს (04:00).