ავტორიზაცია

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ჩემპიონია

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ჩემპიონია
თარიღი 15 Jul 2024, 12:08
2024 წლის კოპა ამერიკა მოქმედმა ჩემპიონმა, არგენტინის ნაკრებმა მოიგო - ფინალში სკალონის გუნდმა კოლუმბია 1-0 დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ, 0-0 დასრულდა, ხოლო გამარჯვების გოლი ლაუტარო მარტინესმა 112-ე წუთზე გაიტანა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ურუგვაიმ პენალტების სერიაში კანადას მოუგო.