ავტორიზაცია

არმან ცარუკიანი: საქართველოში დავიბადე, მე და მერაბი ამ ბრძოლებში ერთად ვართ

არმან ცარუკიანი: საქართველოში დავიბადე, მე და მერაბი ამ ბრძოლებში ერთად ვართ
თარიღი 11 Dec 2024, 17:19
UFC-ის მსუბუქი წონის სომეხმა მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა, მოახლოებული ბრძოლების წინ, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.

"ვგრძნობ, რომ მე და მერაბი ამ ბრძოლებში ერთად ვართ და ისინი უნდა დავამარცხოთ... მე საქართველოში დავიბადე და ვიმედოვნებ, გამარჯვებას სომხური და ქართული ცეკვებით აღვნიშნავთ" - განაცხადა არმანმა.

UFC 311-ზე, რომელიც 2025 წლის 19 იანვარს გაიმართება, ორივე მებრძოლი რუს მეტოქეს ხვდება - მერაბ დვალიშვილი ქამრის დასაცავად უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება, ცარუკიანი კი ჩემპიონ ისლამ მახაჩევს შეებრძოლება.