არნე სლოტის ლივერპულმა პირველი მარცხი განიცადა
პრემიერ ლიგის მე-4 ტურში, ენფილდზე ლივერპული ნოტინგემ ფორესტთან 0-1 დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე კალუმ ჰადსონ-ოდოიმ გაიტანა. ამის შემდეგ მერსისაიდელებმა სიტუაციის ვერ გამოასწორეს და 3 ქულა დაკარგეს. აღსანიშნავია, რომ ეს არნე სლოტისთვის პირველი წაგებაა.
ამჟამად, ლივერპული 9 ქულით მე-2 ადგილზეა. პირველადგილოსან მანჩესტერ სიტის, რომელმაც ამ ტურში ბრენტფორდი 2-1 დაამარცხა, 12 ქულა აქვს.