არნოლდის შემდეგ ლივერპული კიდევ ერთ ლიდერს დაკარგავს?

ლივერპულმა მიმდინარე თვეში ორი ლიდერის შენარჩუნება მოახერხა, საუბარია მოჰამედ სალაჰსა და ვირჯილ ვან დაიკზე, ეგვიპტელმა და ნიდერლანდელმა მოთამაშეებმა ორი წლით გაახანგრძლივეს თავისი მოქმედი კონტრაქტები. ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ “მერსისაიდელებს“ ტრენტ ალექსანდ არნოლდი დატოვებს და კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.
არ წყდება საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ლივერპულს კიდევ ერთი ფეხბურთელი ლუის დიასი დაემშვიდობება, კოლუმბიელი მოთამაშე არ არის წინააღმდეგი, რომ ახალ კლუბში გადაბარგდეს და მას მსურველებიც ჰყავს. მის მიმართ ინტერესს ბარსელონა იჩნეს, ესპანური გუნდი ზაფხულში შეეცდება დიასის დამატებას. დღეს კი გავრცელდა ცნობა, რომ დიასის გადაბირება ალ ნასრს სურს. საუდური გუნდი კოლუმბიელს მანეს შემცვლელად განიხილავს და საქმის ბოლომდე მიყვანა სურს.
ლივერპული თავის ვინგერში €60 მილიონს ითხოვს. ამ თანხის გადახდა ალ ნასრს მარტივად შეუძლია და უახლოეს მომავალში, საუდური კლუბი დიასთან პირადი კონტაქტის დეტალებს გაარკვევს, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ თავად კოლუმბიელი ბარსელონაში თამაშზე ოცნებობს და დიდი შანსია ამან გარდამტეხი როლი ითამაშოს ამ ტრანსფერში.