ავტორიზაცია

არსენალი ბოლონიას ნახევარმცველს უმიზნებს

არსენალი ბოლონიას ნახევარმცველს უმიზნებს
თარიღი 26 დეკ 2021, 17:18

"არსენალი" "ბოლონიას" ნახევარმცველ მატიას სვანბერგით ინტერესდება, წერს Il Resto del Carlino.

გავრცელებული ცნობით, პოტენციური ტრანსფერი "მეთოფეებს" დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

როგორც აღინიშნება, 22 წლის შვედმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების გამართვა არ ისურვა, რადგან სხვა გუნდების წინადადებების განხილვა სურს.

მიმდინარე სეზონში სვანბერგმა "ბოლონიას" რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.