ავტორიზაცია

არსენალი ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს გამარჯვებით იწყებს — არტეტას გუნდმა ბილბაოს მოუგო

არსენალი ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს გამარჯვებით იწყებს — არტეტას გუნდმა ბილბაოს მოუგო
თარიღი 16 Sep 2025, 22:55
ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველ ტურში, ლონდონის არსენალი ბილბაოს ატლეტიკს ესტუმრა და მეტოქე 2-0 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო ანგარიში მეთოფეებმა 72-ე წუთზე გახსნეს — თავი მარტინელიმ გამოიჩინა. 87-ე წუთზე, გოლი ტროსარმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 0-2 დააფიქსირა.

სენსაცია დაფიქსირდა მეორე მატჩში, სადაც პსვ-მ როიალ უნიონს უმასპინძლა და 1-3 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან მეტოქის კარი დევიდმა, ელ ჰაჯიმ და მაკ ალისტერმა აიღეს, ხოლო მასპინძლებიდან პრესტიჟის გოლი ვან ბომელმა გაიტანა.

დღეს, პირველი ტურის კიდე 4 შეხვედრა გაიმართება, რომელიც 23 საათზე დაიწყება

ბენფიკა V ყარაბაღი
იუვენტუსი V დორტმუნდი
რეალი V მარსელი
ტოტენჰემი V ვილიარეალი