არსენალი და ევერტონი ფრანგი ნახევარმცველისთვის იბრძოლებენ
„რომას“ ნახევარმცველი, სტივენ ნ’ზონზი, რომელიც „რენში“ იჯარით ასპარეზობს, უახლოეს პერიოდში შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს.
Footmercato-ს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, 32 წლის ფეხბურთელი რომაულ გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტის საკითხს განიხილავს. თუ მხარეები შეთანხმდებიან, შეწყდება მისი „რენში“ იჯარაც, რომელიც ზაფხულამდეა გათვალისწინებული.
თავის მხრივ, „რენს“ ნ’ზონზის შენარჩუნება სურს და მას ორწლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზა. თუმცა, ფრანგს გაცილებით „მომთაფვლელი“ შემოთავაზებებიც აქვს - „არსენალისგან“ და „ევერტონისგან“.
ჯერჯერობით, ფრანგს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და თავის მომავალზე უახლოეს პერიოდში აპირებს დაფიქრებას.