არსენალი დამარცხდა, თუმცა 1/8 ფინალში მაინც გავიდა

ევროპა ლიგის 1/16 ფინალის განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში ლონდონის "არსენალმა" საკუთარ კედლებში პირეოსის "ოლიმპიაკოსი" მიიღო.
საბერძნეთში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, "მეთოფეებმა" ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცეს.
მიუხედავად იმისა, რომ "კანონირებმა" წააგეს (0:1), 1/8 ფინალში გავიდნენ მაინს ისინი, რადგან პირველი მატჩი მათი მოგებით დასრულდა (3:1).